Main » 2008 » May » 7 » CHIP tuning__ daakomentaret
11:30 PM
CHIP tuning__ daakomentaret
CIHP TUNING


კარბურატორებიდან ბენზინის შეფრქვევის სისტემაზე (ვპრისკი) გადასვლამ განაპირობა ძრავების მუშაობაში კომპიუტერების სერიოზული ჩარევა. ძრავის კომპიუტერული მართვა ხელს უწყობს არამარტო საწვავის ეკონომიას, არამედ ზრდის მის სიმძლავრეს. კომპიუტერი ასევე იძლევა ძრავის მუშაობის დიდი სიზუსტით დაპროგრამების საშუალებას. ძრავის მართვის კომპიუტერი (ECU – Eelectronic Control Unit) ამუშავებს სხვადასხვა სენსორებიდან მიღებულ ინფორმაციას, შემდეგ მიმართავს სპეციალურ მეხსიერებას, რომელშიც გაწერილია სხვადასხვა ბრუნებზე ძრავში ბენზინის მიწოდებისა და ზაჟიგანიის (ვინაიდან ამ სიტყვას ზუსტი ქართული ანალოგი არ აქვს, გამოვიყენოთ რუსული) მართვის სქემები. ამ სქემების მიხედვით გამუდმებით იცვლება მიწოდებული ბენზინის რაოდენობა და ზაჟიგანია. სქემები ჩაწერილია ECU-ში არსებულ სპეციალურ მეხსიერებაში. ეს არის 27 ფეხიანი ჩიპი, ძირითადად 27C256.
Honda Civic VTEC-ის გახსნილი ქარხნული ECU (P28). ისრით მითითებულია 27c256 ჩიპი

ჩიპზე ჩაწერილი ფაილის რედაქტირება შესაძლებელია სპეციალური პროგრამებით (ROM EDITOR), მაგალითად ჰონდასთვის სქემის გაწერისთვის გამოიყენება პროგრამები Crome, Uberdata და სხვები.

ქარხნული სქემები საკმაოდ კარგი და ზუსტია, მაგრამ ისინი გათვლილია ბენზინის სხვადასხვა ხარისხზე, ასევე გათვალისწინებულია ეკოლოგიური სტანდარტები. მაგალითისთვის შეგვიძლია შევადაროთ ერთი და იგივე ძრავებისათვის ამერიკული და იაპონური ბაზრისთვის გათვლილი სქემები. იაპონიაში, ამერიკასთან შედარებით, იყიდება საშუალოდ 10 ოქტანით უფრო მაღალი ბენზინი, ამიტომ იაპონიის შიდა ბაზრისთვის გათვლილ სქემებს უფრო აგრესიული მონაცემები აქვთ. ნებისმიერი ავტომწარმოებელი, ნებისმიერი ძრავისათვის, რამდენად სპორტული და მაღალეფექტური არ უნდა იყოს იგი, ითვალისწინებს ეკოლოგიურ სტანდარტებს და შედარებით დაბალი ოქტანის ბენზინზე მუშაობის ალბათობას. ჩიპ ტუნინგის (დაჩიპვის) მიზანია ამ დატოვებული რეზერვის გამოყენება. მაგალითად, იაპონიის შიდა ბაზრისთვის გამოშვებული Hონდა S2000 გამოიმუშავებს 250 ცხენისძალას 2.0 ლიტრიანი ატმოსფერული ძრავიდან. მიუხედავადა ასეთი აგრესიული მონაცემებისა, დინამომეტრზე, ანუ დინოზე (დატვირთვების საზომ სპეციალურ სტენდზე) რამდენიმე საათი მუშაობის შედეგად ასეთი ძრავიდანაც შესაძლებელია კიდევ 10-მდე ცხენისძალის ამოღება. ანუ მაქსიმალური ეფექტის მისაღებად საჭიროა ფლობდე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შედეგი მოიტანა ძრავის მართვის პროგრამაში შენს მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა, ამის საშუალებას კი დინო იძლევა. იგი აჩვენებს იმ სიმძლავრეს რომლეიც მანქანას ბორბლებზე მიაქვს, სიმძლავრის ნაწილი იკარგება ძრავიდან ბორბლებამდე სხვადასხვა აგრეგატებში (ტრანსმისიაში, ხიდში და ა.შ)

Mitsubishi EVO VIII დინამომეტრზე

მაგრამ თუ დინო არ გვაქვს (სამწუხაროდ ჯერ მართლა არ გვაქვს საქართველოში ასეთი რამ), არსებობს სპეციალური აქსელერომეტრები, რომლებიც აჩქარებას ზომავენ. მასში თქვენი მანქანის წონისა და გადაცემათა კოლოფის მონაცემების შეყვანის შედეგად, მეტნაკლები სიზუსტით შეიძლება ძრავის მუშაობის მთელ დიაპაზონში გამომუშავებული ცხენისძალებისა და ნომინალის რაოდენობის მიღება. აქვე უნდა აღინიშნოს რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოიტანოთ დასკვნები მანქანის სიმძლავრის შესახებ მისი აჩქარების შედეგად მიღებული ფიზიკური შეგრძნებებით. ასეთი შეგრძნებები არ იძლევა სწორ ინფორმაციას, ადამიანის სხეული უფრო აღიქვამს ნომინალის სწრაფ მატებას (მაგალითად ტურბინის გახსნა), მაგრამ ნაკლებად აღიქვამს სიმძლავრისა და ნომინალის თანმიმდევრულ ზრდას (რაც უფრო კარგია სიმძლავრისთვის ვიდრე ნომინალში უეცარი ნამატი). აქედან გამომდინარე, ერთი მანქანა შეიძლება მეორეზე სწრაფი გეჩვენოთ მაშინ, როცა რელაურად პირიქით იყოს.

დინოს გრაფიკი: ვერტიკალური შკალა მიუთითებს სიმძლავრეს (წითლად) ასევე ჰაერისა და საწვავის შეფარდებას (მწვანედ), ხოლო ჰორიზონტალური შკალა ძრავის ბრუნთა რიცხვს წუთში.

ამერიკაში ძირითადად იყენებენ დინოს ორ ტიპს, სურათებზე ნაჩვენებია Mustang Dyno, რომელის აჩვენებს 15%-ით ნაკლებს ვიდრე DynoJet. როგორც გრაფიკზე ხედავთ ევომ ბორბლებზე მიიტანა 183 ცხენისძალა. Dynojet-ზე რომ გადავიყვანოთ, გამოდის 15%-ით მეტი, ანუ 210. სტანდარტულ, საბაზო კომპლექტაციის EVO VIII-ს აქვს 280 ცხენისძალა, რაც იმას ნიშნავს რომ ტრანსმისიაში, ხიდებში და სხვა აგრეგატებში დაიკარგა 70 ცხენისძალა, ანუ 25 პროცენტი.
ECU მუშაობს 2 რეჟიმში: პირველ რეჟიმში კომპიუტერი ინფორმაციას იღებს ძალიან ბევრი სენსორიდან და ცდილობს ამუშავოს ძრავი მაქსიმალურად ეკონომიურად. მაგრამ როდესაც აქსელერატორს გარკვეულ დონეზე ჩავჭერთ, მაშინ ECU აღარ ახორციელებს სენსორებიდან მიღებული ინფორმაციის მუდმივ მონიტორინგს და ხელმძღვანელობს ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები სქემით. დაჩიპვას ყველაზე დიდი ეფექტი აქვს მაშინ როცა მანქანაზე უკვე დაყენებული გვაქვს სხვადასხვა ტუნინგ ნაწილები (სპორტული კოლექტორები, გამობოლქვის სისტემები, ჰაერის მიწოდების სისტემები, ვალები და სხვა). ასეთ შემთხვევაში დინოზე ხდება დააფგრეიდებული ძრავისათვის საწვავის მიწოდებისა და ზაჟიგანიის ოპტიმიზაცია მაქსიმალურად შესაძლებელი სიმძლავრის მისაღებად.

Category: Tuning & Styling | Views: 1215 | Added by: Ze-TEsL | Rating: 0.0/0
Total comments: 1
1  
au eg kvelaperi kai magram mgoni mankanas tbilishi sadgac 100$-dan 500$ de girs ra gaachnia mankanas smile

Name *:
Email *:
Code *: